მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას კითხვას ,,ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?'' ხატია დეკანოიძე არაეთიურს უწოდებს

გიგი უგულავას კითხვას ,,ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში?” ხატია დეკანოიძე არაეთიურს უწოდებს

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“, – დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქის გვერდზე.

გიგი უგულავას განცხადება ბოლომდე ეთიკური არ იყო, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ისნის საარჩევნო ოლქში ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გასაგებია მათი მწვავე რეაქცია, არ გამკვირვებია. გიგი უგულავას განცხადება, . ჩემთვის ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს. მე პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია. ერთადერთი სენტიმენტი, რაც გამაჩნია, ეს არის სამშობლო და ის პირობა, რომელიც დავდე ამომრჩეველთან. ვინ დაარღვია პირობა ამაზე გადაწყვეტილებას ამომრჩეველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს“

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს” და  გიორგი ვაშაძის პარტიას, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი კავშირია და რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს,” – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი  გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა. გუშინ პარტიამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...