მთავარისიახლეებიპოლიტიკაანზორ ბიწაძე: ,,დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიციიდან ორივე კანდიდატს ვიხილავთ....

ანზორ ბიწაძე: ,,დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიციიდან ორივე კანდიდატს ვიხილავთ. გენერალურ შეთანხმებას აბსოლუტურად არაფერი ემუქრება”

Published on

გენერალურ შეთანხმებას, რომ ბიძინა ივანიშვილიუნდა გავუშვათ ოპოზიციაში, აბსოლუტურად არაფერი ემუქრება. დღევანდელი შეხვედრა ამის ნათელი დადასტურებაა,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ ჟურნალისტებს “ლეიბორიტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრამდე განუცხადა.

მისი განმარტებით, დღეს ოპიზიციის წევრები შეიკრიბნენ იმ მექანიზმის შესამუშავებლად, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში უნდა ჩაიაროს, არავის ხმა არ დაიკარგოს და “ქართულ ოცნებას” ხმით მანიპულირების საშუალება არ მისცენ. ბიწაძის თქმით,ამ პროცესიდან გამარჯვებული მაინც ოპოზიცია იქნება.

“დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ოპიზიციას შორის მოხდეს უფრო მეტი კოორდინაცია, შევიმუშავოთ ის კონკრეტული მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცეს ყველამ ერთმანეთის ხმები დავიცვათ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. რაც შეეხება კონკრეტულად ისნის მაჟორიტარულ ოლქს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიციიდან ორივე კანდიდატს ვიხილავთ “, – განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისანში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაცმოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იყრიან კენჭს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...