მთავარისიახლეებისაზოგადოებაშატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება - ეს...

შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება – ეს უკვე საიმედოა

Published on

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება.

 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით,”ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და გამოკვლევა. კლინიკურად, სამივესთან იდენტური დიაგნოზი დაისვა – ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებულ ტრავმულ-გემორაგიული შოკი, ძილიანობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. ორ პაციენტთან ინტერვენციული ოპერაცია ჩატარდა – ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. 

ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილური რჩება. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ვიმედოვნებ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც გამოჯანმრთელებამდე უნდა გაიარონ, არავითარი პრობლემა არ შეექმნათ”, – ამბობს ლევან რატიანი. 

სიახლეები

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...