მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ გავუზრდელდით - სალომე ზურაბიშვილი მედიას და, საზოგადოდ, ხალხს კუთხეში აყენებს

როგორ გავუზრდელდით – სალომე ზურაბიშვილი მედიას და, საზოგადოდ, ხალხს კუთხეში აყენებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, facebook-ზე ერთ-ერთი მოქალაქის აზიარებს პოსტს, სადაც საუბარია ჟურნალისტის ეთიკასა და პასუხისმგებლობაზეა და მედიის წარმომადგენლებს ისევ აკრიტიკებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნებისმიერი საზოგადოება ეთიკას და ღირებულებებს პატივს უნდა სცემდეს.

“სრულიად ვიზიარებ … მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს. ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა :)”, — წერს პრეზიდენტი.

რას წერს ვინმე ირმა/ირინოლა თავის ფეისბუქ პოსტში? ,,ჟურნალისტი ვალდებულია აცნობიერებდეს,რომ მოქალაქეების მიმართ მოვალეობა უფრო მაღლა დგას,ვიდრე პროფესიული ეგოიზმი! ჟურნალისტს, მნიშვნელობა არ აქვს ჟურნალისტიკის რომელი იერარქიის რომელ საფეხურზეა,აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეთიკისა და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა! მართლა რამ გაგაშვებინათ, შატილში გარდაცვლილების ხევიდან ამოსვენების კადრები! !!!!!!!!!!!!”

პრეზიდენტმა ამ პოსტის სახით მოიგდო ხელში შანსი კიდევ ერთხელ დაესხას თავს მედიას, როგორც ჩანს, შატილის კადრები მისთვის ასოცირდება თავის პირად წყენებთან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი ჟურნალისტებს აკრიტიკებს. სხვადასხვა დროს ის იწუნებდა ადგილს, სადაც კითხვას უსვამდნენ, კითხვის დასმის ფორმას და თემასაც

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...