მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,მივდივარ საკუთარი სურვილით ''- აფხაზი პოლიტიკოსის კარიერა ირმა ინაშვილმა შეიწირა

,,მივდივარ საკუთარი სურვილით ”- აფხაზი პოლიტიკოსის კარიერა ირმა ინაშვილმა შეიწირა

Published on

აფხაზური მედიის ცნობით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საქანია ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. მის ამ შეხვედრას აფხაზურ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

“ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს განვითარებული მოვლენის გამო, იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, მივიღე გადაწყვეტილება, განცხადება დავწერო და საკუთარი სურვილით წავიდე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები ჩემი ერისა და სახელმწიფოს სადარაჯოზე”, — განაცხადა საქანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლაშა საქანიამ თავიდან უარყო, შემდეგ კი დაადასტურა  რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მეგობრები დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც სთხოვეს დახმარებოდა დავით თარხან-მოურავს, რომელსაც სურდა, ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაეცა. საქანიას თქმით, ამ თხოვნას “ჰუმანიტარული მიზნებით” დათანხმდა.

საყანიას განცხადების შემდეგ, შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, რომელიც მანამდე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებდა. ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში .ვიზიტისას გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტოები 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარშია გადაღებული, სადაც მან ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...