მთავარისიახლეებიპოლიტიკაგლდანში ხიზანიშვილის ქუჩა უხვი ნალექის გამო ჩაინგრა - აცხადებენ...

გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა უხვი ნალექის გამო ჩაინგრა – აცხადებენ მერიაში. მოსახლეობა კი თვლის, რომ ეს უხარისხოდ შესრულებული საუშაოების გამო მოხდა

Published on

გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩა ჩაინგრა. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ეს უხვი ნალექის გამო მოხდა

ცნობილია, რომ , ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა.

თბილისის მერმა შესრულებულ სამუშაოებსა და საპროექტო დოკუმენტაციაზე მოკვლევის დაწყება შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, მას კითხვები იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა თუ არა სამუშაოები დაექსპერტებული პროექტის მიხედვით და რამდენად ხარისხიანად ხდებოდა ეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა პროექტის მიხედვით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა – მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება მოხდა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია.” –თქვა ირაკლი ბენდელიანმა. 

მისივე თქმით, მსგავსი სახის პრობლემა რამდენიმე ლოკაციაზეა და “საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა.” 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...