მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Published on

ჰონგ კონგელი მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდ-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს.

მათი ცნობით, 33 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით პირველად ოთხნახევარი თვის წინ დაინფიცირდა, ვირუსი მეორედ დაუდასტურდა.

BBC-ი წერს, რომ ეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში.

პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე 14 დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო ხელმეორედ დაინფიცირების დროს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ პაციენტზე დაყრდნობით დასკვნა არ უნდა გაკეთდეს. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულ ადამიანს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი უყალიბდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ძლიერია ეს იმუნიტეტი, ან რამდენ ხანს ნარჩუნდება.

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...