მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გამოვრიცხავ კოალიციას პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არ იტყვიან უარს ბანკირებთან თანამშრომლობაზე'' - დავით...

,,გამოვრიცხავ კოალიციას პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არ იტყვიან უარს ბანკირებთან თანამშრომლობაზე” – დავით ჭიჭინაძე

Published on

კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კრიზისის მომხრე, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან არ გამორიცხავს კოალიციას, რომლებიც ბანკირებთან თანამშრომლობაზე იტყვიან უარს.

„ჩვენ ყველა მხარეს ვხედავთ საბანკო პარტიებს. ივანიშვილი ბანკირია, ხაზარაძეც ბანკირია და კმაყოფილი მაშინ იყო, როდესაც ჯიბის პრემიერი ჰყავდა…მე კი, ყოველთვის ვპოზიციონირებდი, როგორც ბანკების შეზღუდვის მომხრე, ამიტომ გრძელდება ჩემი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“ სამი წელია. მაგრამ გვარებთან და სახელებთან კი არ მაქვს პრობლემა, პრობლემა მაქვს იმ მიდგომებთან, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ. ანუ, საბანკო სისტემა, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას და ხალხს აუბედურებს“, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

სიახლეები

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...