მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსეი ნავალნი მოწამლეს - ბერლინის კლინიკის ლაბორატორიული კვლევები

ალექსეი ნავალნი მოწამლეს – ბერლინის კლინიკის ლაბორატორიული კვლევები

Published on

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, „როგორც ჩანს მოწამლეს“.

მათივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

„კლინიკური კვლევები მიანიშნებს მოწამლვაზე, საშუალებით, რომელიც განეკუთვნება აქტიური ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით – ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები“ , – ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შხამის მოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა. ექიმები დამატებით უფრო ღრმა კვლევას იწყებენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში რჩება და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამლვის ვერსია გამორიცხეს. რუსი ექიმები ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიული კვლევებით ქიმიური-ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც შეიძლება შხამად შეფასდეს, არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

სიახლეები

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის...