19 აგვისტოს აფხაზი ეროვნების ბავშვების მიღება არააფხაზურ სკოლებში აკრძალეს, ერთ კვირაში ეს ბრძანება გააუქმეს

0
511

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ გააუქმა 19 აგვისტოს გამოცემული ბრძანება, რომლითაც იკრძალებოდა აფხაზი ეროვნების ბავშვების მიღება არაა ფხაზურ სკოლებში. გაბლიამ თავისივე ბრძანება 24 აგვისტოს გააუქმა.

ამას წინ უძღოდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის განცხადება, რომ აფხაზი ეროვნების ბავშვების არააფხაზურ სკოლებში მიღების აკრძალვა ეწინააღმდეგება „აფხაზეთის მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს“. 24 აგვისტოს ანქვაბმა სააგენტო „აფსნიპრესს“ უთხრა, რომ მშობლებს უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ, რომელ სკოლაში ისწავლიან მათი შვილები, ამიტომ განათლების მინისტრის ბრძანება უნდა გაუქმდეს.

აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ასლან ქუთელიას განცხადებით, 19 აგვისტოს გამოცემული ბრძანება მოტივირებული იყო აფხაზური ენის სტატუსის ამაღლების და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში რუსული სკოლების განტვირთვის საჭიროებით. ქუთელიას თქმით, ბრძანება გაუქმდა იმის გამო, რომ მისი სრულად და უმტკივნეულოდ აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არააფხაზური სკოლები რუსულ სკოლებს ნიშნავს. აფხაზურ სკოლებშიც კი, მეხუთე კლასიდან სწავლება რუსულ ენაზე გრძელდება რუსული სახელმძღვანელოებით.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის და აფხაზეთიდან ქართველების განდევნის შემდეგ, რეგიონში ქართული სკოლები გააუქმეს გარდა გალის რაიონისა. მომდევნო წლებში დაიხურა გალის ქართული სკოლების უმრავლესობაც, დარჩენილ სკოლებში კი ქართულ ენაზე სწავლება მინიმუმამდე დაიყვანეს.

წინა სტატიალენჯერში, თვითიზოლაციაში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია,,გამოვრიცხავ კოალიციას პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც არ იტყვიან უარს ბანკირებთან თანამშრომლობაზე” – დავით ჭიჭინაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური