მთავარისიახლეებისაზოგადოებაბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გამარჯვებული იულია ხარაშვილი გახდა

ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გამარჯვებული იულია ხარაშვილი გახდა

Published on

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020-ის გამარჯვებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის იულია ხარაშვილი გახდა, დევნილ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” თავმჯდომარე.

სულ პრემიაზე წელს 6 ნომინანტი იყო წარდგენილი.

იულია ხარაშვილი, დევნილ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ფოჩხუა.

ციცინო ელიკაშვილი, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული. წარმდგენი: რუსუდან კილაძე.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ექსპერტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. წარმდგენი: გიორგი კანაშვილი.

ხათუნა გოგუა, არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზეთი ჩემის” თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ზუხბაია.

ეკატერინე მინჯორაია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის (NჩჩE) ხელმძღვანელი. წარმდგენი: ზუგდიდის ქალთა კლუბი.

ხათუნა გარგულია, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ექიმი. წარმდგენი: შპს ენგურჰესი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი. გამარჯვებული პრემიის პირველმა ლაურეატმა ნინო კალანდარიშვილმა დაასახელა. ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა “ნდობა მშვიდობისთვის” ზუგდიდელი მშვიდობის აქტივისტისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრის სალომე ადამიას მიერ დაფუძნდა.

ბერტა ზუტნერი დღეს ცნობილია, როგორც ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

ის პირველი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...