რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლეს

0
395

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის“ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა „ტვიტერზე“ გაავრცელა – კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსი ავად თვითმფრინავში გახდა. საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული. იარმიში წერს, რომ ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს

წინა სტატიაშალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ბარაქ ობამა ძალიან არაეფექტური, ძალიან საშინელი პრეზიდენტი იყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური