მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები შშმ პირი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

Published on

ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ,,ოდიშინიუსს“ ტარიელ ჯახაია დაუკავშირდა , რომელიც  ოკუპირბეულ  აფხაზეთში, კერძოდ სოფელ ლეკუხუნაშიცხოვრობს. ის შშმ პირია, რომელიც მარტოხელაა და მხოლოდ მეზობლების იმედადაა. ტარიელ ჯახაია  ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გამო საქართველოს კონტროლირებად  ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს და  დევნილების დახმარების თანხას უკვე რამდენიმე თვეა ვერ იღებს . ტარიელ ჯახაია „ოდიშინიუსს“ უყვება, რომ ნათესავები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ, შეზღუდული გადაადგილების გამო  მის დახმარებას ვერ ახერხებენ.  ჯახაია ამბობს, რომ  კორონაპანდემიის დროს საქართველოს მთავრობისგან დახამრება არ მიუღია : „ სამწუხაროდ ორივე ხელი ამპუტირებული მაქვს, რის გამოც ვერ ვმუშაობ,  ვერც დევნილის დახმარებას ვიღებ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დამეხაროს რითაც შეუძლია,  მე წერა არ შემიძლია  და მეზობელს ვთხოვ განცხადების დაწერას, რომ გაგავგზავნო აფხაზეთის მთავრობაში იქნებ შედეგი გამოიღოს, ჩვენთვის არავის სცალია, შიმშილით ვიხოცებით აქ “- უთხრა „ოდიშინიუსს“ ტარიელ ჯახაიამ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინტიროში აცხადებენ, რომ  თუ განცხადება შევა სამინისტროში, დახმარებასაც გაუწევენ ნებისმიერ მოქალაქეს: ,,ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში დავეხაროთ თითოეულ მოქალაქეს ,თუ ბატონი ტარიელი  მოგვართავს დახმარების თხოვნით,  ყველანაირად ვეცდებით დავეხმაროთ „ -აცხადებენ უწყებაში

ფოტო არქივიდან : ტარიელ ჯახაია

ოკუპირებული აფხაზეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე – ამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ოდიშმა“ სიუჟეტი მოამზადა, სადაც პრობლემის შესახებ არაერთი მოქალაქე საუბრობს .

ავტორი: დიმა კვარაცხელია

ნახეთ ჟურნალისტის მიერ მომზადებული სხვა რეპორტაჟები :https://odishinews.ge/

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...