მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი - ბარაქ ობამა ძალიან არაეფექტური, ძალიან საშინელი პრეზიდენტი იყო

დონალდ ტრამპი – ბარაქ ობამა ძალიან არაეფექტური, ძალიან საშინელი პრეზიდენტი იყო

Published on

შეხედეთ, რა ცუდი და არაეფექტური პრეზიდენტი იყო ის, ძალიან არაეფექტური, საშინელი პრეზიდენტი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინამორბედის, ბარაქ ობამას იმ სიტყვებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „დემოკრატების“ ყრილობის ფარგლებში უნდა წარმოთქვას.

დონალდ ტრამპის თქმით, სწორედ ბარაქ ობამას არაეფექტური პრეზიდენტობის გამო აირჩია ხალხმა ის ამერიკის პრეზიდენტად.

„პრეზიდენტმა ობამამ თავის საქმე კარგად ვერ შეასრულა, სწორედ პრეზიდენტ ობამასა და ჯო ბაიდენის გამო ვარ მე აქ. მათ ისეთი ცუდი საქმე გააკეთეს, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც პრეზიდენტი,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით კი აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბარაქ ობამა და ჰილარი კლინტონი „ბრძოლის ველზე“ მიიწვია.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარაქ და არაკეთილსინდისიერო ჰილარი. ბრძოლის ველზე შევხვდებით,” – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისათვის, ბარაქ ობამა „დემოკრატების“ მიმდინარე ყრილობის ფარგლებში სიტყვას წარმოთქვამს. წინასწარ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ობამა დონალდ ტრამპს მკაცრად გააკრიტიკებს და იტყვის, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობას ისე ეპყრობა, როგორც „რეალით შოუს”.

“მას არ გამოუჩენია ინტერესი საერთო ენის გამოსანახად, არ გამოუჩენია ინტერესი, სამსახურეობრივი ძალაუფლება ვინმეს სასარგებლოდ გამოეყენებინა გარდა საკუთარი თავისა და მეგობრებისა, არ დაინტერესებულა, პრეზიდენტობას სხვაგვარად მოქცეოდა და არა ისე, როგორც რეალით შოუს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად არის შესაძლებელი,“ -აღნიშნულია ბარაქ ობამას წარმოსათქმელი სიტყვის ტექსტის ამონარიდში.

სიახლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...