მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

Published on

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრის“ იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.

ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...