სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ქალაქ ზუგდიდში ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“-ში გაიმართა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა – ლონდა თოლორაიამ გახსნა.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. ამასთანავე, შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება.
ღონისძიება ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის“ პროექტთან თანამშრომლობით გაიმართა.