მთავარისიახლეებისაზოგადოებაქობულეთში კორონავირუსი კაფე „ჰავანაში" მომუშავე ქალს დაუდასტურდა - პაატა იმნაძე

ქობულეთში კორონავირუსი კაფე „ჰავანაში” მომუშავე ქალს დაუდასტურდა – პაატა იმნაძე

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეის პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდასტურდა.

„ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,- განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა და სულ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 300 ათასზე მეტი პისიარ ტესტია გაკეთებული.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...