ვახტანგ გომელაური: თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მალე დასრულდება

0
619

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. დღეს ამ საკითხზე კდევ ერთხელ ისაუბრა ვახტანგ გომელაურმა.

იგი ვარაუდობს, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მალე დასრულდება. მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება, სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ”, – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას ქვეყანაში კრიმინალის ზრდის შესახებ , მინისტრის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა ან კლება „ჩვეულებრივი თემაა”.

„ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა”,- განაცხადა გომელაურმა.

წინა სტატიათუ ბოლო 2 კვირაში მესტიაში იყავით და ვირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ…
შემდეგი სტატიაკორონავირუსი შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა, მათ შორის 3 მესტიის კლასტერია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური