აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
379

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 57 540 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1399 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ კალიფორნიის შტატშია, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციის 526 685 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 4 771 080 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 156 801 ადამიანი.

წინა სტატიაპარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 67% „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო 21% „ლელოზე“ მოდის
შემდეგი სტატიაიაპონიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1240 შემთხვევა გამოვლინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური