მთავარისიახლეებითვალსაზრისიISFED - ზუგდიდში მერის წარმომადგენელთა დათხოვნა სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება

ISFED – ზუგდიდში მერის წარმომადგენელთა დათხოვნა სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება

Published on

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”, პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.

დოკუმენტის თანახმად, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას.

ორგანიზაციის თქმით, მსგავსი ფაქტები ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

“სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საქმიანობისას იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით. კერძოდ, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში მერის წარმომადგენელთა დათხოვას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა “ლელოს” ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მისმა ხელმძღვანელ ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, ეს ხდება იმ სოფლებში, სადაც ოპოზიციას მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაანაცვლოს ეს რწმუნებულები ახალი კადრებით, რომლებიც უფრო ეფექტურები იქნებიან ხმების მობილებაზაში წინასაარჩევნოდ.

ცნობისთვის , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,ლელოს” ბრალდებებს უსაფუძლო უწოდეს

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...