მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების მინისტრის მოადგილე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

განათლების მინისტრის მოადგილე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა [Video]

Published on

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. ის რექტორისა და აკადემიური პერსონალისგან გაეცნო ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტში დანერგილ სიახლეებს .
მინისტრის მოადგილის განცხადებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების საფეხურეობრივი განვითარების. მისივე თქმით, მესხიას უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა, მხოლოდ საბაკალავრო პროგრამით და შემდგომ მოახდინა სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია. დღეს კი უნივერსიტეტს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან და ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე, განცხადება შეუძლია გააკეთოს სწავლების მე-3 საფეხურზე, რომელიც არის სადოქტორო საფეხური და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან უნივერსიტეტად.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, თეონა ხუფენიას განცხადებით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციით დაიმატა 12 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 5 ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ 9 კლასდამთავრებული პირი ამ პროგრამების დასრულების შემდეგ მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრულ ზოგად განათლებასთან. ასევე მისივე თქმით, უდიდესი სიახლე რაც მათ აქვთ არის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, რომლის სატენდერო წინადადება ჩაშვებულია და 2020 წლისთვის დაიწყება მშენებლობა. რითაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო სივრცეები გაემიჯნება ერთმანეთს.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...