ბიზნესმენი მანანა მიქავა ივანიშვილთან შესახვედრად თბილისში ფეხით გაემგზავრა [Video]

0
637

ბიზნესმენი მანანა მიქავა თბილისამდე ფეხით ჩასვლას გეგმავს. ის უკვე გავიდა ზუგდიდიდან და მედიასთან კომენტარი გააკეთა. მიქავას თქმით, ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს, რადგან მისივე ინფორმაციით, პროკურორმა ილია ჯალაღანიამ პირად საუბრებში მას შეატყობინა, რომ სადაო მიწის ნაკვეთით, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ბიზნესმენი აცხადებს, რომ შეხვდება ივანიშვილს და გაარკვევს, აქვს თუ არა გულუას პარკის ტერიტორიით დაინტერესება.

მანანა მიქავამ თბილისში წასვლამდე რამდენჯერმე აქცია ზუგდიდის მერიასთან გამართა. ადვოკატის იმფორმაციით, საქმეზე ორი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, რომლის აღსრულებაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ე.წ. გულუას პარკის ტერიტორია მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. ვალდებულებაში მას მითითებული ქონდა, რომ აქ  2012 წლამდე აკვაპარკი უნდა აეშნებინა. ბიზნესმენი სასჯელსაც იხდიდა ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და “ლაზიკა კაპიტალისგან” დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მიქავამ 2013 წელს ზუგდიდის გამგეობას მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ ბიზნესმენს  არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, რასაც მას ადგილობრივი ხელისუფლება ედავებოდა. სადაო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაანონსა. მანან მიქავა კი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს.

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 267 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში ადვოკატთა ჩართულობაზე შეხვედრა გაიმართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური