შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

0
406

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. გამოძიება ამ ეტაპზე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. პროცესზე ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას დააყნებენ.

არასრწულწლოვანი ლ.შ-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, აღკვეთი ღონისძიება უნდა შეიცვალოს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ექვსი არასწულწლოვანის საქმე შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო. არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღეში  უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. 

27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

წინა სტატიამსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს
შემდეგი სტატია20 ოპოზიციური პარტია რურუას განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური