მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება - განათლების სისტემის გამოწვევები - ზუგდიდში შეხვედრა...

კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება – განათლების სისტემის გამოწვევები – ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

„მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) მიერ „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ და „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით, ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწვლის ახალი მიდგომების“ ფარგლებში ზუგდიდში  გაიმართა  შეხვედრა თემაზე – „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და კონფლიქტ-სენსიტიური სწავლება: განათლების სისტემის გამოწვევები“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ისტორიკოსებმა,  მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტებმა და შესაბამის თემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გამოიკვეთა მთავარი პრობლემები და ხედვები ამ მიმართულებით

შეხვედრის  მიზანია  ხელი შეუწყოს  საკითხით დაინტერესებული და ჩართული მხარეების კოორდინაციას, ასევე  დისკუსიას უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების განვითარებისა და ინტეგრაციის შესახებ და მიიღოს  რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებითაა საჭირო სამომავლოდ მუშაობის გაძლიერება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...