იდლიანის მცხოვრებლებმა ზუგდიდი-მესტიის გზა გადაკეტეს [Photo]

0
432

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართს და ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, წლებია სოფლიდან გზამდე დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ. ეს ერთადერთი გზაა სოფლიდან ჩამოსასვლელად და სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად. ხიდის არქონის გამო იდლიანელებს ხშირად ფეხით ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ. თემის მაცხოვრებლები აქციის დაშლას არ აპორებენ და აცხადებენ, რომ აქცია მანამ გაგარძელდება, სანამ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩავლენ.

წინა სტატიასამეგრელოს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური