მთავარისიახლეებისაზოგადოება28 ივლისი - ჰეპატიტების საერთაშორისო დღეა

28 ივლისი – ჰეპატიტების საერთაშორისო დღეა [Video]

Published on

ყოველი წლის, 28 ივლისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტების მსოფლიო დღეს აღნიშნავს.  ჰეპატიტების მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

  ამ მიმართულებით ასოციაცია „ქსენონი“ ცხრა წელზე მეტია მუშაობს და როგორც ასოციაციის  ხელმძღვანელი, ნინო ჯანაშია ამბობს,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას გააერთიანონ ძალისხმევა, რათა 2030 წლისთვის მიღწეული იქნეს, ჰეტატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის ელიმინაცია მთელ მსოფლიოში.

  მისივე თქმით, ასოციაცია „ქსენონი“ ჰეპატიტების პროგრამაში 2011 წლიდანაა ჩართული და  მათი მთავარი მიმართულებაა, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 

  აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ოთხი დაწესებულება, ხოლო ამჟამად უკვე ქვეყნის მასშტაბით 37 ცენტრი, ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს სთავაზობს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის სერვისებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ ივლისამდე 70 ათასზე მეტი ბენეფიციარია  აღნიშნულ  პროგრამაში ჩართული.   

  წლევანდელი კამპანიის სლოგანია „მომავალი ჰეპატიტის გარეშე“, ნინო ჯანაშიასგანმარტებით,  აღნიშნული კამპანიის მიზანია C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და ასევე მნიშვნელოვანია პაციენტთა მკურნალობაზე განათლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. 

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...