მთავარისიახლეებიწალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სიგარეტის კონტრაბანდული გზით გადმოტანის გამო დააკავეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სიგარეტის კონტრაბანდული გზით გადმოტანის გამო დააკავეს [Video]

Published on

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსანი კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი ბიძაშვილი, საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია. ტელეკომპანია “ოდიშს” წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, ხოლო კონტრაბანდული სიგარეტის საწყობი იყო ამავე საკრებულოს წევრის, დათა კუკავას საცხოვრებელი სახლი სოფელ ფახულანში. თავად კუკავა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი. 

თემურ ღვინჯილია დღეს, 26 ივლისს, გამთენიისას საოკუპაციო ხაზთან დააკავა აფხაზეთის პოლიციამ, როდესაც მას 17 ყუთი სიგარეტი გადაჰქონდა. დაკავებულის საქმე ზუგდიდის ფინანსურ პოლიციაშია გადაცემული, თუმცა პოლიციაში ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.   

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...