ზუგდიდის მუნიცპალიტეტის აგრარულ ბაზარში, რეკომენდაცია უკვე გაიცა. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დახურულ პავილიონებში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე, როგორც გასასვლელში ასევე შემოსასვლელში დამონტაჟებულია დეზობარიერები . აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს. შეგახსენებთ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ბაზრობებზე თერმოსკრინინგის და შერჩევითი ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა.
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში კორონავირუსთნ დაკავშირებით ზომები გამკაცრდა [Video]
Published on