ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 292 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის: ცხელების ცენტრების 8 პაციენტი, მედპერსონალის 54 წარმომადგენელი, 11 პირი საკარანტინო სივრციდან, თვითიზოლაციიდან 6 პირი, შსს-ის 188 თანამშრომელი, 2 მძღოლი, ასევე გამოიკვლიეს დიალიზზე მყოფი 23 პირი. ყველა პასუხი უარყოფითია.