მთავარისიახლეებისაზოგადოებანუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა

Published on

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, აქციას გამართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 

აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!
ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.
დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები ! – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...