მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ხეებს ფესვები დაუზიანეს, იშვიათი აკაციები მთლიანად განადგურებულია

რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ხეებს ფესვები დაუზიანეს, იშვიათი აკაციები მთლიანად განადგურებულია [Video]

Published on

ზუგდიდში გზების რეაბილიტაციის პროცესს უნიკალური ხეები ეწირება. რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ამ ეტაპზე წყალსაწრეტი არხის სამუშაოები მიმდინარეობს, იშვიათი დეკორატიული ჯიშის აკაციები განადგურებულია. მძიმე ტექნიკის მუშაობამ ხეების ფესვები მთლიანად დააზიანა და მათი ნაწილი წაქცევის პირასაა.ადგილობრივების ინფორმაციით, არათუ ლამაზდება ტერიტორია, პირიქით, მახინჯდება და მწვანე საფარი კატასტროფის ზღვარზეა. ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ კუჩხობონის ხიდამდე გზის სავალი ნაწილზე მოძრაობა 10 ივლისიდან  20 ივლისამდე სრულად შეზღუდული იყო. მოსახლეობა ეჭვობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ ქუჩა  არათუ აღდგება და გალამაზდება, არამედ სრულად დამახინჯდება და ხეებიც მალე გახმება.  შეგახსენებთ, რომ  ხეების დარგვა და ქალაქის გამწვანება იშვიათი და უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეებით   წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უშუალო ძალისხმევით მოხდა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...