მთავარისიახლეებისაზოგადოებადაზიანებულ ხეებზე თვითონ კომპანია აიღებს განახლების ვალდებულებას - მერია

დაზიანებულ ხეებზე თვითონ კომპანია აიღებს განახლების ვალდებულებას – მერია [Video]

Published on

რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ამ ეტაპზე წყალსაწრეტი არხის სამუშაოები მიმდინარეობს, იშვიათი დეკორატიული ჯიშის აკაციები განადგურებულია. მძიმე ტექნიკის მუშაობამ ხეების ფესვები მთლიანად დააზიანა და მათი ნაწილი წაქცევის პირასაა.ადგილობრივების ინფორმაციით, არათუ ლამაზდება ტერიტორია, პირიქით, მახინჯდება და მწვანე საფარი კატასტროფის ზღვარზეა. ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ჩხოუშიის ხიდიდან ე.წ კუჩხობონის ხიდამდე გზის სავალი ნაწილზე მოძრაობა 10 ივლისიდან 20 ივლისამდე  სრულად შეზღუდული იყო. მოსახლეობა ეჭვობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდგომ ქუჩა  არათუ აღდგება და გალამაზდება, არამედ სრულად დამახინჯდება და ხეებიც მალე გახმება.

ჩვენ ამ საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, უწყებაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს და გვითხრეს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად იმ კომპანიაზეა, რომელიც ადგილზე მუშაობს. მათი თქმით, სამშენებლო პროცესში დაზიანებულ ხეებზე თვითონ კომპანია აიღებს განახლების ვალდებულებას. თუმცა, რა ფორმით და როგორ მოხდება აღდგენა, გაუგებარია, რადგან ხეების დიდ ნაწილს ფესვები ისე აქვს დაზიანებული, რომ გახმობის პირასაა. სამუშაოებს შპს „ნიუ როად გროუპი“ ახორციელებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ხეების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ჩვენგან გაიგეს.

შეგახსენებთ, რომ  ხეების დარგვა და ქალაქის გამწვანება იშვიათი და უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეებით   წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უშუალო ძალისხმევით მოხდა. დღეს კი ხელისუფლება მასზე არათუ ზრუნავს, არამედ ანადგურებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...