მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო- ზუგდიდის" რეგიონული ოფისი ქართულ ოცნებას ანაკლიის პროექტის მითვისებაში ადანაშაულებს

“ლელო- ზუგდიდის” რეგიონული ოფისი ქართულ ოცნებას ანაკლიის პროექტის მითვისებაში ადანაშაულებს [Video]

Published on

ლელო ზუგდიდის რეგიონული ოფისში  ბრიფინგი გაიმართა . „ქართული ოცნების მაჟორიტარების მიერ ორკესტრირებულად მითვისებული ანაკლიის პროექტი“- ასე  დაახასიათა ალექსანდრე ახვლედიანმა პორტის გარშემო მიმდინარე პროცესები. მანვე განაცხადა, რომ ოცნების ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით ქვეყანას დაუკარგა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშესახებ შედეგ თან მიახლოების პერსპექტივა.  ახვლედიანის თქმით, ქართული ოცნების სამეგრელოს დეპუტატობის კანდიდატებმა ალექსნდრე მოწერელიამ და ირაკლი ჩიქოვანმა  კი ორკესტრირებულად  მორიგი პიარ სვლა გააკეთეს და დაანონსეს ის პროექტი, რომელიც მათვე შეაჩერეს .ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრმა დათა შელიამ ლელო თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ   არც ოცნებას და არც ხაზარაძეს  არავინ უშლიდა ხელს პროექტი განეხორციელებინათ, მან პროცესს  წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდა.სამეგრელო ზემო-სვანეთის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...