მთავარისიახლეებისამართალიმარნეულის სოფელ ქეშალოში კაცი ბოძზე მიაბეს

მარნეულის სოფელ ქეშალოში კაცი ბოძზე მიაბეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებმაც ერთს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაცი სოფელში ბოძზე მიაბეს.

“ბრალდებულებმა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალოს მაცხოვრებელს შურისძიების მიზნით აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს სოფელ კაპანხჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული სოფლის ცენტრალურ მოედანზე გაიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, — ამბობენ შსს-ში.

დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ., ხოლო დაზარალებული ქეშალოში მცხოვრები, 1996 წელს დაბადებული ი.მ. – ია

ახალგაზრდა მამაკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ 20 ივლისს იტყობინებოდა მარნეულის რადიო,  რომელსაც ადგილობრივებმა უამბეს, რომ საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბოძზე მიაბეს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო. ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მისი მშობლების მისვლამდე იყო მიბმული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

„ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებულ გალელ მასწავლებელს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გალელ პედაგოგს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი...

ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება

"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი...

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...