გიორგი გახარია და კახა კალაძეს რეიტინგით უსწრებენ ბიძინა ივანიშვილს

0
402

ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ქართული ოცნების ლიდერების შეფასებისას, პოლიტიკოსთა რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. გიორგი გახარია — 65% პოზიტიურად, 35% ნეგატიურად აფასებს;
  2. კახა კალაძე — 55% პოზიტიურად, 45% ნეგატიურად აფასებს;
  3. ბიძინა ივანიშვილი — 48% პოზიტიურად, 52% ნეგატიურად აფასებს;
  4. ირაკლი ღარიბაშვილი — 45% პოზიტიურად, 55% ნეგატიურად აფასებს;
  5. არჩილ თალაკვაძე — 37% პოზიტიურად, 63% ნეგატიურად აფასებს;
  6. ირაკლი კობახიძე — 33% პოზიტიურად, 67% ნეგატიურად აფასებს.

ჩატარებული კვლევით, ქართული ოცნების ლიდერებიდან, საქართველოს პარლამენტის ყოფილ და ამჟამინდელ თავმჯდომარეებს, ირაკლი კობახიძესა და არჩილ თალაკვაძეს გამოკითხულთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს:პოლიტიკოსების რეიტინგში მათი პოზიციები შემდეგნაირია:

  • არჩილ თალაკვაძე — 37% პოზიტიურად, 63% ნეგატიურად აფასებს;
  • ირაკლი კობახიძე — 33% პოზიტიურად, 67% ნეგატიურად აფასებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე პოზიტიურად მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიასა და თბილისის მერს, კახა კალაძეს ასახელებს. ისინი რეიტინგით უსწრებენ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანია Edison Research-მა ჩაატარა. კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2,1%-ია.

წინა სტატიაბულინგმა დამღალა, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიავინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში?- Edison Research
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური