მთავარისიახლეებიპოლიტიკაბულინგმა დამღალა, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა - სალომე...

ბულინგმა დამღალა, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა – სალომე ზურაბიშვილი

Published on

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს შაქარაშვილის საქმეზე მისი ნათქვამის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ტელევიზია მის ბულინგს ეწევა და მის დანაშაულის წახალისებაში დადანაშაულებას ცდილობენ.

“მე მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ დავიღალე თქვენი, უფრო სწორედ რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრომოძალადე არის ძალიან სასაცილო.

.მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე ვთქვი. არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთო ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში, ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში”. – – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ლაპარაკისას პრეზიდენტმა 15 ივლისს განაცხადა: 

“ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება”

ზურაბიშვილის ეს განცხადება სახალხო დამცველმა და პოლიტიკოსებმა ძალადობის წახალისებად შეაფასეს.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...