მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება

ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება [Video]

Published on

ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება.

მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა. 

დადიანების ეზოდან ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით ივერიის ღვთიმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე სალიტანიო მსვლელობა მოეწყო.

მსველობაში სამღვდელოებასთან და მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსაბდრე მოწერელია.

ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული და  მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ მათთან მიახლოება და მოლოცვა. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...