მთავარისიახლეებისამართალიპლასტიკური ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისებითვის თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს

პლასტიკური ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისებითვის თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლასტიკური ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისებითვის თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული არაინ 1994 წელს დაბადებული ა. კ. 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ, 1975 წელს დაბადებული კ. მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ჯ. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ. მ. დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ. მ-მ და ა. კ.-მ ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებლების ვერ-გვერდებზე შეაღწიეს და მათზე მიბმული პლასტიკური ბარათებიდან 23 მოქალაქის თანხას დაეუფლნენ. თანხის განაღდებაში მათ მ. მ, კ. მ, თ. პ. და გ. ჯ. ეხმარებოდნენ. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სიახლეები

„ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებულ გალელ მასწავლებელს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გალელ პედაგოგს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი...

ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება

"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი...

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...