საგამოფენო სივრცე და რესტორანი სახელწოდებით „სოფიასთან“, დედა – შვილმა ახალი კორონა ვირუსის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე გახსნეს. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ეს ადგილი, რომელიც გემოვნებითა და განსაკუთრებულობით გამოირჩევა, დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობს. აქ შესვლისთანავე თვალში საცემია დახვეწილი ინტერიერი, დიზაინერ სოფია ხარჩილავას მიერ საგულდაგულოდ ძველი ნივთებისგან განახლებული თითოეული დეტალი, მოხატული კედელი ფერადი ორნამენტებით, ჭაღები სხვადასხვა ფორმის ნაჭრებით გაფორმებული, სავარძლები, მაგიდები, სკამები და სხვა ნივთები აღნიშნულ სივრცეში ერთმანეთს სინტეზურად ერწყმის და სტუმრებს საუკეთესო გარემოს უქმნის. ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე – სოფიამ გამოუსადეგარ ნივთებს კრეატიული ახალი დანიშნულება მისცა და სარესტორნო სივრცეში განათავსა, რაც საოცრად ჰარმონიულ განწყობას ქმნის და იზიდავს სტუმარს.
განსხვავებული სივრცე და გარემო – სოფიასთან [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...
სიახლეები
პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის
ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს.
ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...
სიახლეები
ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...
სიახლეები
ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს
ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...