ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში,კიროვის დასახლებაში 15 წლის მოზარს ზაალ ქანთარიას მდინარე ჯუმში ეძებენ.
სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით,მოზარდი მდინარეში ძროხის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გამოსარეკად შევიდა,რა დროსაც მისი კვალი იკარგება.ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს.