ის შავი კაცი ვინ იყო?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროაცხადებს, რომ ს 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის “ავტორიტეტი”, ავთანდილ ბილანიშვილი.

“დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება.” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში

ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შაქარაშვილის საქმის ფარგლებში შსს-ში გვიან ღამემდე კითხავდნენ, ამბობს, რომ 19 ივნისის ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, დიდუბის ტერიტორიაზე თეთრი მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა. მთავართან ინტერვიუში ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა. 

“ღამის 12 საათისთვის ჩემს პირად საქმეზე წავედი. ორის ნახევარზე, დაახლოებით, ორის ოც წუთზე ვიყავი დიდუბეში. ჩამოვედი მიკროავტობუსიდან, რომელმაც წამიყვანა და სადღაც 10 მეტრის რადიუსში მოდის პიროვნება, რომელიც მთხოვს დასარეკს. არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის, ჩვეულებრივი პატარა ბიჭი. დასარეკი არ მქონდა, არ დავარეკინე და მანდ გადაიკვეთა ჩვენი გზა. მეტი არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა. დაახლოებით 10 წამი ვესაუბრე, მეტი არა. მე მივდივარ, კადრში კარგად ჩანს, რომ ის მომყვება, მაგრამ ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილა.

ტელევიზიის სახით ვიცი, რომ ეს ამბავია მომხდარი, სხვა არაფერი. მე ვარ ის თეთრპერანგიანი. მე ვადასტურებ, რომ მე ვარ, ჩემ თავს ვცნობ, რომ მე ვარ ის თეთრპერპერანგიანი”, – ამბობს ის.

ჟურნალისტმა ლურსმანაშვილს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ის ტანსაცმელი, რომელიც კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ის ტანსაცმელი სამინისტროშია. გამოძიებას სჭირდება და აქვს.”  

“შავ ტანსაცმელში და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, მაგრამ მე ვარ-მეთქი, ვადასტურებ”, – ამბობს ლურსმანაშვილი. 

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს. 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...