მთავარისიახლეებისამართალიბაჩანა შენგელია: ,,ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. ორივეზე მაქვს საკმარისი...

ბაჩანა შენგელია: ,,ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. ორივეზე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები და აუცილებლად დადგება განაჩენი”

Published on

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-10 დღეა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ამ თემაზე პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე:) უკანა რიცხვით, ალბათ დროის მანქანით.

15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები.

ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით. სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან.

ორივე დანაშაულზე უკვე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები. ორივეზე აუცილებლად დადგება განაჩენი, პირობას გაძლევთ- წერს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...