მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი-თბილისის ავტობუსს სოფელ ცაიშთან თავს დაესხნენ

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს სოფელ ცაიშთან თავს დაესხნენ [Video]

Published on

ზუგდიდში,  სოფელ ცაიშთან შუაღამეს უცნობმა პირმა ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. კომპანიის წარმომადგენლის დავით დიდიშვილის განცხადებით,  უცნობმა პირმა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, ავტობუსის წინა მინა დააზიანა და ტერიტორია მსუბუქი ავტომობილით მაშინვე დატოვა. მისივე ვერსიით, შესაძლოა ეს მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო.

შემთხვევის შემდეგ მგზავრები თბილისში სხვა ავტობუსით გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...