მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები მერიისგან სოციალური სახლების აშენებას ითხოვენ

განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები მერიისგან სოციალური სახლების აშენებას ითხოვენ [Video]

Published on

ხმაური იყო დღეს დილით მერიასთან, სადაც  განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. უსახლკარო და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები სოციალურ ქულებს აპროტესტებენ და მერიისგან სოციალური სახლების პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.  სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულიხია შეხვდა. მისი თქმით,  მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 250 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 116 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 134 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა, რომელთაგანაც  სოციალური სახლი სპეციალური კომიისიის  მიერ შერჩეულ 25 სოციალურ ოჯახს აუშენდება. სხულუხიას განმარტებით, მერია პირველ ჯერზე ყველა მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ზუგდიდის მერია სოციალური სახლების მშენებლობის პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროექტის ფარგლებში 92 სოციალური სახლი აშენდა, რომელთა ნაწილიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული და მათი ნაწილი დღემდე შეუსახლებელია – წერია აუდიტის დასკვნაში.

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...