მთავარიUncategorizedშეზღუდვები შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გახანგრძლივდეს - რა სურს ხელისუფლებას?

შეზღუდვები შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გახანგრძლივდეს – რა სურს ხელისუფლებას?

Published on

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვები გახანგრძლივდეს

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებრივი შეზღუდვები დააწესოს. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

შეზღუდვების გახანგრძლივების ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ვადების შესაძლო გახანგრძლივებას სამი მიზეზი აქვს: “მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკა და მომავალი არჩევნები”.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საშუალებას იძლევა. 

“იმ შემთხვევაში, თუ გაგვირთულდება ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში და დაგვჭირდება გარკვეული მცირე ჩარევა, რასაც ჰქვია რეგულაცია და რეგულაციები უკვე იქნება ძალაში, ჩვენ არ დაგვჭირდება სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. არჩევნების ჩატარებას არ უნდა დაემუქროს არანაირი საფრთხე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდისთვის არ გვქონდეს შესაბამისი რეგულაცია”. – ამბობს მდინარაძე. 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...