ორი გაუჩინარებული ქალი ნაპოვნია, ჯანმრთელად არიან – რა შეემთხვათ მდინარე ენგურზე ოკუპირებული აფხაზეთიდან მომავალ ქალებს?

0
1006

უკვე ცნობილია, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 4 საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანით ირჩენდა თავს, მდინარეში ჩაცვივდა მაშინ, როცა ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია. შემთხვევა სოფელ თაგილონთან მოხდა. – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ,,სად გაუჩინარდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქე 4 ქალი”

ადგილობრივები “რეზონანსთან” ჰყვებიან, რომ ქალბატონები კონტრაბანდული საქონლის გადმოსატანად გაუქმებული ტურბინის კედელს იყენებდნენ, რომლის ქვეშაც ენგური გადის, ეს არის ადგილი, სადაც მდინარე შედარებით ღრმაა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას დაუცდათ ფეხი ქალბატონებს და წყალში გადავარდნენ. იმის გამო, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის, ცხედრების საძიებო სამაშველო სამუშაოებს ქართული მხარე ვერ ახორციელებს. ერთ-ერთი გარდაცვლილის, 60 წლის ქალის ლუარა ლემინჯავას მეზობლები ადასტურებენ, რომ იგი კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის მცდელობისას დაიხრჩო. “ერთი კვირაა რაც წავიდა და მისი კვალი დილას დაიკარგა. ის აფხაზია და იქ ნათესავებთან გადადიოდა ხოლმე. ძმა და რძალი ჰყავს. სწორედ ძმის მეშვეობით გავიგეთ, რომ დაიკარგა. სახლში დარეკეს და იკითხეს მოვიდა თუ არა. როდესაც უთხრეს, რომ არა, მისი ძებნა დაიწყეს. აფხაზეთშიც ეძებენ, მაგრამ ახლა ხმა გავრცელდა, რომ მდინარეში ჩაცვენილან და დამხრჩვალანო. აფხაზეთიდან სიგარეტი გადმოჰქონდა. იქ იაფად ყიდულობდა და მერე აქ ყიდიდა.. ძალიან მძიმე სიტუაციაში ცხოვრობს ხალხი და ეს ამის გამო ხდება. სამეგრელოში რომ კონტრაბანდული სიგარეტი იყიდება ეს ვინმესთვის ახალი ამბავია?”, – ამბობს ქალის მეზობელი, რომლის თქმით, “დალხინებული ცხოვრება რომ ჰქონდეთ”, სიცოცხლით ასე არ გავრისკავდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ლუარა ლემინჯავას ახლობელი მაია ქუხილავა “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ლემინჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ გადავიდა და დღეს დილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა. მისი ინფორმაციით, ის დილით ადრე წამოსულა, თუმცა მას შემდეგ აღარ ჩანს. მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. “ძმისთვის უთქვამს, რომ მდინარით უნდა გადავიდე, რადგან აფხაზებმა არ გამიშვაო. ამბობენ დაიხრჩოო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ძმა გალის პოლიციაშიც მივიდა, მაგრამ არც ცოცხალი ჩანს და არც მკვდარი. როგორც გავიგეთ მასთან ერთად სამი სხვა ქალიც იყო, ისინიც არ ჩანან. გავრცელდა თითქო ინფორმაცია, რომ ორი ქალის ცხედარი მდინარემ გამორიყაო. თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის”, – ამბობს ქუხილავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს”, – წერს სტატიის ავტორი.

საბედნიეროდ,სიტუაცია ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა, კერძოდ, ორი გაუჩინარებული ქალი გუშინ იპოვეს.

ლუარა ლემონჯავა, რომელიც თითქოს მდინარე ენგურში ჩავარდა, თერჯოლაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.ხოლო მეორე ქალბატონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეშია.

წინა სტატიასაია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს
შემდეგი სტატიახელისუფლება ოპოზიციას მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს – უშველის თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მოსალოდნელი ზეწოლის აღმოფხვრას?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური