,,გიორგი რურუას საქმის განხილვა სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს,დასრულდება და სასამართლო იმ განაჩენს გამოაცხადებს, რასაც “დაუკვეთავენ” – ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი

0
436

დღეს სასამართლოში გრძელდება “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა. ამ დასკვნით ეტაპზე დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ., გიორგი რურუას საქმის განხილვა სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს,დასრულდება და გიორგი რურუას ადვოკატის თქმით, სასამართლო იმ განაჩენს გამოაცხადებს, რასაც “დაუკვეთავენ”.

“რაც შეეხება მოლოდინს, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან გიორგი რურუა პატიმრობაში არა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება. რა დაკვეთაც იქნება, იმ გადაწვეტილებას მიიღებენ”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

“კერძოდ, საქმის მასალებში არსებული წერილობითი დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდება. მოწმეთა დაკითხვა თითქმის დასრულებულია, რამდენიმე მოწმის დაკითხვაა დარჩენილი, რომელთა დაკითხვაც ამ კვირაში მოხდება. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გიორგი რურუა გაყალბებული ბრალის საფუძველზე იმყოფება პატიმრობაში, მას ცეცხლსასროლი იარაღი “ჩაუდეს”, ვინაიდან ის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელია და ის იყო ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე”, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან

წინა სტატიავენაში მოკლეს ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა
შემდეგი სტატია,,ბოკერია უზრდელობს”, ,,ბოკერია შეჟღურტულებულია ქართულ ოცნებასთან ”- რა ფირები აქვს ივანიშვილს მასთან ბოკერიას შეხვედრების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური