მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულომ ზუგდიდის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის დოკუმენტი დაამტკიცა

საკრებულომ ზუგდიდის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის დოკუმენტი დაამტკიცა [Video]

Published on

საკრებულოს სხდომაზე ზუგდიდის საშუალოვადიანი  განვითარების გეგმის  დოკუმენტი დაამტკიცეს. დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა ევროპული საქართველოს წევრმა ბართლომე შელიამ. დეპუტატის  თქმით, ეს არის ფარატინა ქაღალდი, რომელშიც არ ჩანს რეალური ხედვა, რომელიც ჭიდრება მუნიციპალიტეტს. მან ასევე  იურიდულ საკითხთა  კომიტეტის თავჯმდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ მას ეს დოკუმენტი წაკითხული არ ქონდა.

იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე  სანდრო სორდიამ აღნიშნულ ბრალდებას სიცრუე უწოდა  და განაცხადა, რომ ბართლომე შელიას არ დაუფიქსირებია ამ დოკუმენტის მიმართ შენიშვნა, მან მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომა აღმოაჩინა და სწორედ ამაზე გააკეთა აპელირება. ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტში, კონკრეტული დეტალური ღონისძიებები არ არის ჩაშლილი და  კონკრეტიკა კიდევ სჭირდება. თუმცა, მისივე თქმით, ტყუილია, რომ ოპოზიციის მოსაზრებები არ გაითვალისწინეს, იმიტომ რომ ზოგადი კრიტიკის გარდა მათ ეს არ წარმოუდგენიათ. წოწერიას თქმით, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების გარდა სტრატეგიული დოკუმენტებიც უნდა შეიქმნას და ამ პროცესში მოსახლეობას ჩართვისკენ მოუწოდებს

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...