მთავარიUncategorizedარის თუ არა სუს-ის საქმე როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს მედია? -ომბუდსმენი,პრემიერმინისტრი...

არის თუ არა სუს-ის საქმე როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს მედია? -ომბუდსმენი,პრემიერმინისტრი და საზოგადოება ,,მთავარი არხის”წინააღმდეგ აღძრული საქმის შსახებ

Published on

,,სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიებას. 

ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო გავს. 

პრემიერმა გიორგი გახარიამ კი სუს-ის მიერ საბოტაჟის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა:”დარწმუნებული ვარ, მთავარი, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რამე სხვა თვალსაზრისით რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ამაში დარწმუნებული ვარ”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი განაცხადა რომ დაუშვებელია, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობით, მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, ეს ფუნქცია ხელისუფლების რომელიმე შტომ შეასრულოს.

საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს საბოტაჟის მუხლით და ტელეკომპანიისგან 20 და 25 ივნისს გასული სიუჟეტებს დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს

უწყება მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტების მიზანიც მოქალაქეებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის, პანიკისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობასა და სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლა იყო – სუს-ი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი რესპონდენტების კომენტარები არასწორად იყო თარგმნილი და მთავარმა არხმა ეთერში გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტები გაუშვა, რომლებიც “მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით”.

სწორედ ამ მიზეზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიუჟეტების რესპონდენტები გამოიკითხნენ, სიუჟეტების შინაარსის შესახებ ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ კი უწყებამ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც დაიბარა.

მთავარმა არხმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვისას მათი რესპონდენტები დააშინეს.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...