საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სოციალურ აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.მიზერული ანაზღაურებით უკმაყოფილო სოციალური აგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფლების ნაცვლად კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მუქარა მიიღეს.- ინფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი” ავრცელებს.
დღეს ზუგდიდში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სოციალურმა აგენტებმა ხელფასის 250 ლარამდე გაზრდის დაპირება მიიღეს, თუმცა ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან მაინც გრძელდება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით შეხვედრაზე არჩევნებზეც იყო საუბარი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ აგენტებს დავალეს წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს მაღალი ქულები მიანიჭონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.
სოციალურ აგენტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებიულ მოლაპარაკებას სამოქალაქო სექტორი ეხმაურება და მოლაპარაკების პროცესში არსებულ ეჭვებზე საუბრობენ.
“ის, რომ ისინი იურისტის და პროფკავშირის გარეშე ხვდებიან ამ ადამიანებს, უკვე აჩენს ეჭვს, რომ იქ გარკვეულწილად არის ზემოქმედების საშუალება დამსაქმებლის მხრიდან”, – ამბობს “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით ომსარაშვილი.